გურამ მაჭარაშვილი: თქვენო უწმინდესობავ! თქვენივე სწავლებით ჩვენ გავაგრძელებთ ლოცვა-კურთხევის აღებას თქვენგან, რომ ახლა უკვე ზეციური საქართველოდან დალოცოთ თქვენი მრევლი და თქვენი სამშობლო!!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 18 მარტი 2026, 14:46

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს სამძიმრის წერილს და იხსენებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სწავლებას:

„ამ მძიმე წუთებში ნუგეშად შეგვიძლია გავიხსენოთ მისი უწმინდესობის ქადაგებები, სადაც იგი ბრძანებდა, რომ სიკვდილი სიცოცხლის გაგრძელებაა და ამიტომ, ამ ქვეყანაში უნდა გვეცხოვრა ისე, რომ თავის დროზე პირნათელი წარვმდგარიყავით ჩვენი წინაპრების წინაშე ზეციურ საქართველოში!! ამის მაგალითი უწმინდესის ცხოვრებაა!“, - წერს გურამ მაჭარაშვილი.

დეპუტატის სიტყვებით, ამ მძიმე წუთებში უნდა გავიხსენოთ ილია მეორის ქადაგებები და სწავლება.

„კიდევ ერთხელ დავრწმუნდით რა ახლოსაა სიცოცხლე და სიკვდილი“. ამ მძიმე წუთებში ნუგეშად შეგვიძლია გავიხსენოთ მისი უწმინდესობის ქადაგებები, სადაც იგი ბრძანებდა, რომ სიკვდილი სიცოცხლის გაგრძელებაა და ამიტომ, ამ ქვეყანაში უნდა გვეცხოვრა ისე, რომ თავის დროზე პირნათელი წარვმდგარიყავით ჩვენი წინაპრების წინაშე ზეციურ საქართველოში!! ამის მაგალითი უწმინდესის ცხოვრებაა!

მის ქადაგებებში ასევე ვისმენდით, რომ ჩვენ შეგვეძლო გარდაცვლილ ახლობლებთან გვესაუბრა ისე, როგორც ცოცხლებთან.
თქვენო უწმინდესობავ! თქვენივე ამ სწავლებით ჩვენ გავაგრძელებთ ლოცვა-კურთხევის აღებას თქვენგან, რომ ახლა უკვე ზეციური საქართველოდან დალოცოთ თქვენი მრევლი და თქვენი სამშობლო!!“, - წერს გურამ მაჭარაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზელენსკი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო, უკრაინა რაკეტების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება
მერცი - ირანში ომი არავისთვისაა სასარგებლო, ის ყველას ზიანს აყენებს, არ ვარ დარწმუნებული, რომ ირანთან დაკავშირებით დემოკრატიული ცვლილებების გეგმა არსებობს
ვიქტორ ორბანი - გლობალური ლიბერალური ეპოქა დასრულდა, ახლა ყალიბდება ლოკალური პატრიოტული წესრიგი
ილია მეორის გარდაცვალების გამო მარნეულის მუნიციპალიტეტმა „ნოვრუზ ბაირამთან“ და „რამაზან ბაირამთან“ დაკავშირებული ყველა ღონისძიება გააუქმა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ
არქივი