55
18 მარტი 2026, 16:16
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ. ინფორმაცია სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
„პატრიარქის სურვილისამებრ, სიონის ტაძარში დაიკრძალება, ახლობლებთან დატოვა ასეთი სურვილი“, - განუცხადა ჟურნალისტებს მეუფე იობმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში 17 მარტს მიიცვალა. საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |