ილია მეორის გარდაცვალების გამო მარნეულის მუნიციპალიტეტმა „ნოვრუზ ბაირამთან“ და „რამაზან ბაირამთან“ დაკავშირებული ყველა ღონისძიება გააუქმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 18 მარტი 2026, 17:04

მარნეულის მუნიციპალიტეტმა ილია მეორის გარდაცვალების გამო „ნოვრუზ ბაირამთან“ და „რამაზან ბაირამთან“ დაკავშირებული ყველა ღონისძიება გააუქმა, - ინფორმაცია მარნეულის მუნიციპალიტეტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო და გაცნობებთ, რომ „ნოვრუზ ბაირამთან“ და „რამაზან ბაირამთან“ დაკავშირებული ყველა ღონისძიება გაუქმებულია“, - წერს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. 22 მარტს ინფორმაცია სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში 17 მარტს მიიცვალა. საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზელენსკი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო, უკრაინა რაკეტების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება
მერცი - ირანში ომი არავისთვისაა სასარგებლო, ის ყველას ზიანს აყენებს, არ ვარ დარწმუნებული, რომ ირანთან დაკავშირებით დემოკრატიული ცვლილებების გეგმა არსებობს
ვიქტორ ორბანი - გლობალური ლიბერალური ეპოქა დასრულდა, ახლა ყალიბდება ლოკალური პატრიოტული წესრიგი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ
პრემიერი: უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენის საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია
არქივი