მეუფე შიო ილია მეორეზე: მან ჩაიბარა ეკლესია დევნილ, დაკნინებულ, გარიყულ მდგომარეობაში, მაგრამ მის შვილებს გაძლიერებული, აღშენებული, გამართული ეკლესია დაგვიტოვა, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
11 18 მარტი 2026, 20:18

ჩვენი გული სავსეა ემოციებით, სიყვარულით, ფიქრებით, მაგრამ ალბათ მისი უზარმაზარი ღვაწლიდან ერთ-ერთი უმთავრესი არის ის, რომ მან ჩაიბარა საქართველოს ეკლესია დევნილ, დაკნინებულ მდგომარეობაში, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყულ მდგომარეობაში, მაგრამ მის შვილებს გაძლიერებული, აღშენებული, გამართული ეკლესია დაგვიტოვა, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნის და საზოგადოების ცხოვრებაში, - განაცხადა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირმა, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ილია მეორეს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

„დიდი სიყვარულით ქედს ვიხრით მისი მამობრივი ღვაწლის წინაშე და მადლობას ვუხდით მას ამისთვის. ჩვენი გული მწუხარებასთან ერთად ივსება იმედით, რომ უფალი მას ცათა სასუფეველში მართალთა თანა განუსვენებს და მისი სახით შევიძინეთ კიდევ ერთი დიდი მეოხი, მფარველი ზეციური საქართველოდან, რომელიც შეგვეწევა, რომ გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო, სახელმწიფოებრივი ცხოვრება, ისე, როგორც მან დაგვიბარა და გვიანდერძა, რომ შევძლოთ ერთსულოვნება, ურთიერთსიყვარული, ურთიერთშერიგება და იმ ღირებულებებზე მყარად დაბრუნება, რომლის გავრცელებაში უდიდესი როლი შეასრულა მისმა ღვაწლმა.

კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ, ჩემო საყვარელო ადამიანებო, ღმერთმა შეუნდოს და ცათა სასუფეველი მიანიჭოს, დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი და ჩვენ შეგვაძლებინოს ღირსეულად აღვასრულოთ ეს დღეები, დაკავშირებული მის დასაფლავებასთან და ღირსეულად შევძლოთ გავაგრძელოთ ცხოვრება, ვისწავლოთ ცხოვრება მის გარეშე. ძნელია დღეს მის გარეშე ეკლესიის წარმოდგენა, მაგრამ ის ჩვენთან არის და ყოველთვის ჩვენთან იქნება, ამის გვწამს და გვჯერა. ჩვენთან არს ღმერთი!“ - განაცხადა მეუფე შიომ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველო იმ ქვეყნების სიას დაემატა, რომლის მოქალაქეებსაც გარკვეული ტიპის ამერიკული ვიზებისთვის 15 000 დოლარამდე სავიზო გირაოს გადახდა მოუწევთ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს
მეუფე შიო: არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს დაობლების შეგრძნება - ეს დანაკარგი არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ - მთელი მსოფლიოს საქრისტიანოსთვის
თბილისის მერი პატრიარქის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
მეუფე შიო ილია მეორეზე: მისი სახით შევიძინეთ კიდევ ერთი დიდი მფარველი ზეციური საქართველოდან, რომელიც შეგვეწევა, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრება ისე როგორც გვიანდერძა
არქივი