საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს და პირადად ჩემი სახელით ღრმა მწუხარებას გამოვხატავ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მოძმე ქართველი ერის მიმართ, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის არქეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, - ნათქვამია სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, აშოტ სმბატიანის სამძიმრის წერილში.
წერილში აღნიშნულია, რომ მოძმე ქართველი ერის და ზოგადად, ქრისტიანი ხალხის ისტორიაში ილია მეორე უკვდავყოფილი იქნება ეკლესიის შენებისა და ხალხის გამთლიანების მისიით.
„სულიერი წინამძღვარი არა მხოლოდ ქრისტიანული სარწმუნოების, არამედ ქართველი ერის ერთიანობის, თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ერთა შორის ტოლერანტობის სიმბოლო გახდა მთელი თავისი მისიის მანძილზე. ხოლო მისი მოწოდებები იმის თაობაზე, რომ ერთმანეთს თვალის ჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ და ერთმანეთისადმი სიყვარული ხვალინდელი დღისთვის არ გადავდოთ, ვფიქრობ, არა მხოლოდ სარწმუნოებრივ და ეროვნულ, არამედ ყველა დროის საუკეთესო კაცთმოყვარეობრივ ანდერძად იქცევა.
ამ უდიდესი დანაკარგის მძიმე ჟამს მოძმე ქართველ ერს ვუცხადებ ჩემს თანადგომას, ნუგეშისცემას და გამძლეობასა და მოთმინებას ვუსურვებ“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |