17
18 მარტი 2026, 22:29
დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს. მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი, თაობების მეგზური, რწმენის დამცველი და გამძლეობის სიმბოლო, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებაში, რომელიც მან სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა.
„ჩვენ დავკარგეთ მამა, მაგრამ მისი ლოცვები, მოძღვრება და საქართველოს სიყვარული დარჩება მარადისობად.
მშვიდობით განისვენოს მისმა სულმა და დაე, მისმა მემკვიდრეობამ გვიწინამძღვროს მომავალში“, - წერია განცხადებაში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |