ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური მიტროპოლიტ შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 18 მარტი 2026, 22:32

ტირანის, დურესისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსმა იოანემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისადმი მიწერილ წერილში, მთავარეპისკოპოსმა იოანემ აღნიშნა, რომ პატრიარქის უფლისმიერი მიძინების ამბავი „ღრმა მწუხარებით“ მიიღო და მას „უძვირფასესი ძმა და თანამოსაყდრე“ უწოდა.

მთავარეპისკოპოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პატრიარქი ილია II საქართველოს ეკლესიას თითქმის ხუთი ათწლეულის განმავლობაში „სიბრძნით, მოთმინებითა და ღრმა რწმენით“ წინამძღვრობდა.

მან დასძინა, რომ განსვენებული მღვდელმთავარი გამოირჩეოდა მტკიცე ხასიათით, მართლმადიდებლური ტრადიციებისადმი ერთგულებითა და მრევლისადმი სიყვარულით, ისევე როგორც მართლმადიდებლობის ერთიანობისადმი ურყევი თავდადებით.

მისი მოღვაწეობის რთულ ისტორიულ გარემოებებზე საუბრისას, მთავარეპისკოპოსმა იოანემ გაიხსენა, რომ პატრიარქმა ილია II-მ ლიდერობა საბჭოთა რეპრესიების პერიოდში იტვირთა.

მან აღნიშნა, რომ განსვენებული პატრიარქი საკუთარ სამწყსოს „თავდადებითა და კეთილგონიერებით“ მწყემსავდა, რაც დაეხმარა ეკლესიის აღორძინებას, ტაძრების აღდგენასა და სარწმუნოებაში დაბრუნების შთაგონებას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება
ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა დონალდ ტრამპსა და ისრაელს მოუწოდა, „რაც შეიძლება მალე“ დაასრულონ ომი ირანში
საქართველოშო მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეები ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებენ
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო - საქართველოს კათოლიკე ეკლესიის სახელით ვუსამძიმრებ ყველას, ვინც კათოლიკოს-პატრიარქში ცნობდა საკუთარ მწყემსსა და სულიერ წინამძღვარს
მოჯტაბა ხამენეი იმუქრება, რომ ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის მკვლელები „საფასურს გადაიხდიან“
არქივი