მოჯტაბა ხამენეი იმუქრება, რომ ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის მკვლელები „საფასურს გადაიხდიან“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 18 მარტი 2026, 23:16

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი იმუქრება, რომ ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის მკვლელები „საფასურს გადაიხდიან“.

„უდავოა, რომ ასეთი პიროვნების მკვლელობა აჩვენებს მისი მნიშვნელობის ხარისხს და ისლამის მტრების მისდამი მტრულ დამოკიდებულებას. ისლამისადმი მტრულად განწყობილებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ ადამიანის სისხლის დაღვრა ისლამურ სისტემას მხოლოდ გააძლიერებს. რა თქმა უნდა, ყოველ დაღვრილ სისხლს აქვს თავისი საფასური, რომელსაც ამ მოწამეთა კრიმინალი მკვლელები მალე გადაიხდიან“, – აღნიშნა მოჯტაბა ხამენეიმ წერილობით განცხადებაში.

ცნობისთვის, ირანის ხელისუფლებამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის გარდაცვალება დაადასტურა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება
ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა დონალდ ტრამპსა და ისრაელს მოუწოდა, „რაც შეიძლება მალე“ დაასრულონ ომი ირანში
საქართველოშო მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეები ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებენ
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო - საქართველოს კათოლიკე ეკლესიის სახელით ვუსამძიმრებ ყველას, ვინც კათოლიკოს-პატრიარქში ცნობდა საკუთარ მწყემსსა და სულიერ წინამძღვარს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
არქივი