საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს მართლმადიდებელ საზოგადოებას და ქართველ ხალხს უსამძიმრებენ.
„საქართველოს აზერბაიჯანელთა სახელით ღრმა მწუხარებით გამოვთქვამთ ჩვენს სამძიმარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო.
ეს მძიმე დანაკარგი მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი საზოგადოებისათვის კი არა, არამედ მთელი საქართველოს საზოგადოებისთვისაც დიდი დანაკარგია. პატრიარქმა თავისი ცხოვრება მიუძღვნა ხალხს, სულიერი ფასეულობების დაცვასა და სხვადასხვა რელიგიურ თემებს შორის მშვიდობის, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას.
მისმა საქმიანობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში მცხოვრები ყველა ერისა და რელიგიის წარმომადგენლებს შორის ერთიანობისა და ჰარმონიის გარემოს განვითარებაში. ამ თვალსაზრისით, მისი ხსოვნა ყოველთვის პატივითა და მოწიწებით იქნება შენახული.
ამ მძიმე დღეს გისურვებთ მოთმინებას და ვლოცულობთ გარდაცვლილის სულის განსვენებისთვის.
ამასთან, გაცნობებთ, რომ შექმნილი სამწუხარო ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს აზერბაიჯანელთა მიერ დაგეგმილი ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებები გაუქმებულია. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია გარდაცვლილის ხსოვნის პატივისცემისა და საერთო გლოვის განცდის გაზიარების მიზნით“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში, რომელსაც სოციალურ ქსელში რამილია ალიევა ავრცელებს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |