„თურქი ხალხისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თქვენს აღმატებულებას, მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს“ - პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტის სამძიმრის წერილი მიიღო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 19 მარტი 2026, 10:47

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სამძიმრის წერილს უგზავნის.

თურქეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.

„პატივცემულო პრემიერო, დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ 17 მარტის ღამეს გარდაიცვალა მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. თურქი ხალხისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, თქვენს აღმატებულებას, მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს“, - აღნიშნავს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი