ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ილია II-ის დიდი ღვაწლი დიდხანს ემახსოვრებათ საქართველოში და მის საზღვრებს მიღმაც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 19 მარტი 2026, 19:08

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნადეჟდა ნეინსკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს, თქვენო აღმატებულებავ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ნეტარ მიძინებასთან დაკავშირებით, მსურს გამოვხატო ჩემი ღრმა და გულწრფელი სამძიმარი თქვენს მიმართ და ქართველი მართლმადიდებელი ერის მიმართ, რომლებმაც სულიერი მამის გარდაცვალებით მძიმე დანაკლისი განიცადეს.

თითქმის ნახევარსაუკუნოვანი საპატრიარქო მსახურების განმავლობაში, იგი განსაკუთრებული სიბრძნითა და სიყვარულით წინამძღვრობდა ქართული სულიერებისა და კულტურული იდენტობის განმტკიცებას, ისევე, როგორც ქართველი ერის ერთიანობის შენარჩუნებას. მისი დიდი ღვაწლი დიდხანს ემახსოვრებათ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს მიღმაც.

გთხოვთ, თქვენ და ქართველმა ხალხმა მიიღოთ ჩემი ღრმა თანაგრძნობა. განისვენოს მშვიდობით და ღმერთმა დაამკვიდროს მისი სული ცათა სასუფეველში! საუკუნოდ იყოს ხსენება მისი! პატივისცემით, ნადეჟდა ნეინსკი, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი