უნგრეთის ვიცე-პრემიერი: ჭეშმარიტებაა, რომ ქრისტიანები მთელი მსოფლიოდან ილია მეორეს მიიჩნევდნენ სარწმუნოებისა და სულიერების შუქურად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 19 მარტი 2026, 19:30

ღრმა მწუხარებით შევიტყვე, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II გარდაიცვალა - გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი უნგრეთის მთავრობის სახელით, - ნათქვამია უნგრეთის ვიცე-პრემიერის, ჟოლტ შემინის წერილში.

„პირადად მე, მადლიერებით ვიხსენებ იმ პატივს, რომელიც მხვდა წილად 2023 წელს თბილისში მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის მიერ მიღებისას და მთელი უნგრელი ერისთვის მისი კურთხევის მიღებისას. ჭეშმარიტებაა, რომ ქრისტიანები მთელი მსოფლიოდან მას მიიჩნევდნენ სარწმუნოებისა და სულიერების შუქურად, ქართველი ერის ნამდვილ ბურჯად.

ქრისტიანობას და, განსაკუთრებით ევროპას, ნამდვილად სჭირდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მისია სარწმუნოების განსამტკიცებლად და მშვიდობის ხელშესაწყობად. ვევედრები უფალს, მოგცეთ თქვენს მაღალყოვლადუსამღვდელოესობასა და წმინდა სინოდის წევრებს ძალა და სიბრძნე, რათა მიჰყვეთ ღვთის ნებას საქართველოს ეკლესიისთვის ისტორიის ამ განსაკუთრებულ მომენტში. თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი უდიდესი პატივისცემისა და დაფასების დასტური“, - აღნიშნულია წერილში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი