გლობალური რელიგიური თავისუფლების საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩეველი ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 20 მარტი 2026, 09:23

გლობალური რელიგიური თავისუფლების საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩეველი მარკ უოკერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებას გლოვობს. პატრიარქის, რომელიც იცავდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თავისუფალ აღმსარებლობას საბჭოთა კავშირის მიერ რწმენის განადგურებისა და თავისუფლების ჩახშობის მცდელობების ფონზე“, – წერს უოკერი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი