საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I ლიტურგიას არ გაუძღვება, ილია მეორის წესის აგებაზე იმსახურებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 20 მარტი 2026, 09:26

კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოს I სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წესის აგებაზე იმსახურებს. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

კერძოდ, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მსოფლიო პატრიარქი ლიტურგიას არ გაუძღვება, წესის აგებაზე იმსახურებს.

"ლიტურგიას არა, წესის აგებაზე იმსახურებს" , - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე ინფორმაციით, მსოფლიო პატრიარქი კვირას 11:00 საათზე ჩამობრძანდება.

"მსოფლიო პატრიარქი მხოლოდ 11:00 საათზე ჩამობრძანდება. არ იყო ზუსტი ინფორმაცია, რაც გავრცელდა", - აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ირანში დაღუპულთა რიცხვმა 3 100-ს გადააჭარბა, მათ შორის 210 ბავშვია
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც რეგიონს, ისე გლობალურ სტაბილურობას
ილია მეორისთვის პატივის მისაგებად სამების ტაძარში სამხედრო მოსამსახურეები მივიდნენ
სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია. ვიდეოინსტრუქცია
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აშშ-ში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს
არქივი