ურსულა ფონ დერ ლაიენი - ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც რეგიონს, ისე გლობალურ სტაბილურობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 20 მარტი 2026, 11:30

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვეტოს მიუხედავად, უკრაინა ევროკავშირისგან, ამა თუ იმ გზით, 90 მილიარდ ევროს მიიღებს.

მისი თქმით, გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბერშია მიღებული.

„არსებობდა ერთი პირობა, რომ სამი ქვეყანა არ მიიღებდა მონაწილეობას სესხში. ეს პირობა შესრულებულია. ამიტომ, მოდით, ნათლად განვმარტოთ ჩვენი პოზიცია, სესხი კვლავ დაბლოკილია, რადგან ერთი ლიდერი თავის სიტყვას არ ასრულებს. თუმცა მინდა, გავიმეორო ის, რაც კიევში უკვე ვთქვი: ამა თუ იმ გზით, ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ საჭიროა რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება.

„ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მტკიცე რჩება. ჩვენ გვსურს, ვიმუშაოთ უკრაინაში სამართლიანი, მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც დაფუძნებული იქნება ევროკავშირის ქარტიის პრინციპებსა და საერთაშორისო სამართალზე, კერძოდ, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემის უფლებაზე. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე, რათა შევასუსტოთ მათი საომარი ეკონომიკა და მივიყვანოთ ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან. ამის გათვალისწინებით, ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება შეერთებული შტატების მიერ რუსეთის მიმართ უკვე მოქმედი სანქციების ნაწილობრივ მოხსნის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კოშტამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მეხანძრე-მაშველებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს
ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ალან ბერსეს გადაწყვეტილებით, ევროპის სასახლის წინ ევროპის დროშა დაეშვა
არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი - კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო აღავლენს წირვას, მსოფლიო პატრიარქს 12:00 საათისთვის ველოდებით და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას - ეს არის მისი გადაწყვეტილება
საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში, 21 და 22 მარტს, სამგლოვიარო ზარებს დარეკავენ
იერუსალიმის, როდოსის და მალტის წმ. იოანეს ჰოსპიტალიერთა სუვერენული სამხედრო ორდენი - ყველა მორწმუნის მიმართ გამოვხატავთ სამძიმარს, გვინდა, დაგარწმუნოთ, რომ თქვენთვის ვლოცულობთ
არქივი