თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ანკარაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 20 მარტი 2026, 11:55

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბერის ექინჯიმ თურქეთში საქართველოს ელჩ არჩილ კალანდიას ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა. ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„2026 წლის 19 მარტს, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბერის ექინჯიმ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, არჩილ კალანდიას, თურქეთის ხელისუფლების სახელით, სამძიმარი გამოუცხადა.

ანკარაში, საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩანაწერი გააკეთა.

„ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. ვუსამძიმრებთ ქართველ ხალხს და მართლმადიდებელ ეკლესიას ასეთ დიდ დანაკლისს. ამ მწუხარების ჟამს, ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს თანაგრძნობას და სოლიდარობას, ქართველი ხალხის მიმართ“, – ნათქვამია ჩანაწერში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოში მცხოვრები მუსლიმი მრევლი ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს
21-23 მარტს საქართველოში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ილია მეორის სულიერი მისია, თავდაუზოგავი ძალისხმევა სოლიდარობისა და სულიერი ფასეულობების შენარჩუნების ხელშეწყობის საქმეში
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე ვატიკანიდან კარდინალი კურტ კოხი ჩამოვა
მსოფლიო საპატრიარქო - მსოფლიო პატრიარქი გაემგზავრება კვირას, დილით ადრე, თბილისში, რათა წარუძღვეს საქართველოს პატრიარქის, მარადსახსენებელი ილია II-ის დაკრძალვის მსახურებას
არქივი