მსოფლიო საპატრიარქო - მსოფლიო პატრიარქი გაემგზავრება კვირას, დილით ადრე, თბილისში, რათა წარუძღვეს საქართველოს პატრიარქის, მარადსახსენებელი ილია II-ის დაკრძალვის მსახურებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 20 მარტი 2026, 13:44

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი გაემგზავრება თბილისში, ილია მეორის დაკრძალვის მსახურებაზე, რათა პირადად გამოხატოს სამძიმარი მორწმუნე ერის მიმართ, – ამის შესახებ მსოფლიოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმიდესი ბართლომეოსი გაემგზავრება კვირას, 2026 წლის 22 მარტს, დილით ადრე, საქართველოს დედაქალაქ თბილისში, რათა წარუძღვეს საქართველოს პატრიარქის, მარადსახსენებელი ილია II-ის დაკრძალვის მსახურებას, რომელიც შესრულდება ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში და პირადად გამოხატოს დედა ეკლესიის თანაგრძნობა და სამძიმარი ქვეყნის მღვდელმთავრების, სამღვდელოების, სამონაზვნო დასის, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მორწმუნე ერის მიმართ.

ყოვლადუწმიდესობას თან ახლდებიან ქალკედონის უხუცესი მიტროპოლიტი ემანუელი, დიდი აიეტიოსი, პატრიარქის პირადი ოფისის დირექტორი, დიდი არქიდიაკონი ალექსანდრე, კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა, აგრეთვე მსოფლიო საპატრიარქოს პრესისა და კომუნიკაციის სამსახურის დირექტორი ნიკოლაოს-გეორგიოს პაპახრისტუ და საპატრიარქოს თანამშრომელი პანაიოტის გრაფიადელისი.

ღმრთის ნებით, მსოფლიო პატრიარქი და მისი თანმხლები პირები იმავე დღეს დაბრუნდებიან კონსტანტინოპოლში“, – ნათქვამია მსოფლიო საპატრიარქოს ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი