მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა მიუსამძიმრა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 20 მარტი 2026, 17:18

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა მიუსამძიმრა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი წერილში ქართველ ხალხს უდიდესი დანაკარგის გამო გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას უცხადებს.

„ღრმა მწუხარებითა და ტკივილით შევიტყვეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. თქვენს აღმატებულებას, მეგობარ ქართველ ხალხს და გარდაცვლილის ოჯახს ვუცხადებთ გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ამ უდიდესი დანაკარგის გამო“, - აღნიშნულია არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის წერილში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - ნატო-ს წევრები მშიშრები არიან და ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ
რომის პაპი - ილია მეორე გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობის პერიოდში, სიყვარულით მფარველობდა ტრადიციებს, იმედით აღავსებდა მთელ საზოგადოებას, იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა
უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის შეხვედრა 21 მარტს შეერთებულ შტატებში გაიმართება
ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის საპატრიარქომ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა
ირანის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ თავს დაესხმებიან აშშ-სა და ისრაელის ოფიციალურ პირებს, არმიის მეთაურებს
არქივი