დავით ფაცაციამ აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა თანამშრომლებთან ერთად, ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
78 20 მარტი 2026, 17:20
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა.

დავით ფაცაციამ პატრიარქის ხსოვნას პატივი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა თანამშრომლებთან ერთად მიაგო.

„სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ, კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებას.

უდიდესია უწმინდესის ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე - მაშინ, როდესაც რეპრესიული ხელისუფლების მიერ ღმერთის რწმენა და ეკლესია იდევნებოდა, სწორედ უწმინდესმა თავისი ავტორიტეტითა და სიყვარულით მოახერხა წარმოუდგენელი რამ - ღვთისკენ მოაქცია ყველა ის ადამიანი, ვინც შიშის გამო განუდგა ეკლესიას. იმდენად დიდი იყო უწმინდესის ძალა და ღმერთის ნება, რომ სწორედ მას ერგო ურწმუნო პერიოდში სრულიად საქართველოს ღვთისკენ მოქცევის - ეს უდიდესი მისია. მჯერა, რომ მისი ლოცვა კვლავაც იქნება ჩვენი ერის მფარველი და წინამძღოლი ისტორიული ერთობის აღდგენის გზაზე.“ - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

 საქართველოს კათოლიკოს-
პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - ნატო-ს წევრები მშიშრები არიან და ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ
რომის პაპი - ილია მეორე გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობის პერიოდში, სიყვარულით მფარველობდა ტრადიციებს, იმედით აღავსებდა მთელ საზოგადოებას, იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა
უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის შეხვედრა 21 მარტს შეერთებულ შტატებში გაიმართება
ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის საპატრიარქომ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა
ირანის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ თავს დაესხმებიან აშშ-სა და ისრაელის ოფიციალურ პირებს, არმიის მეთაურებს
არქივი