ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის საპატრიარქომ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 20 მარტი 2026, 18:39

ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის საპატრიარქომ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გამოუგზავნა. წერილს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

როგორც წერილში აღნიშნულია, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი, თეოდორე მეორე მისიონერული ვიზიტის გამო ილია მეორის დაკრძალვაზე დასწრებას ვერ შეძლებს და მას ალექსანდრიის საყდრის მღვდელმთავარი, კესარიის მიტროპოლიტი თეოფილაქტე წარმოადგენს.

„საქართველოს უწმინდესი ეკლესიის წმინდა სინოდს. საქართველოს უწმინდესი ეკლესიის ნეტარხსენებული წინამძღოლის, უნეტარესი ილია II-ის უფლისმიერ მიცვალების გამო გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ და ღვთივსათნო სამძიმარს თქვენი უწმინდესი ეკლესიისა და მისი კეთილმსახური მრევლის მიმართ.

ამავდროულად, გაცნობებთ, რომ ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი, უნეტარესი თეოდორე II ამჟამად იმყოფება მისიონერული ვიზიტით კონგოში. ამ მიზეზით, დაკრძალვის წესის აღსრულებისას მას წარმოადგენს ალექსანდრიის საყდრის მღვდელმთავარი, კესარიის მიტროპოლიტი თეოფილაქტე.

აღვავლენთ ლოცვებს უფლის მიმართ ნეტარხსენებული მწყემსმთავრის სულის მოსახსენებლად, რათა მან განუსვენოს მას ცოცხალთა ქვეყანაში, მართალთა სავანეებში და განუსვენოს მას წმინდანთა და მართალთა დასში.

გაბრიელ ლეონტოპოლელი, საპატრიარქოს საერთო ეპიტროპოსი. ალექსანდრია“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
POLITICO: ევროკავშირის ლიდერები ქმედითუუნარონი აღმოჩნდნენ საკუთარ კარიბჭესთან მიმდინარე ომების ფონზე
დონალდ ტრამპი - ნატო-ს წევრები მშიშრები არიან და ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ
რომის პაპი - ილია მეორე გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობის პერიოდში, სიყვარულით მფარველობდა ტრადიციებს, იმედით აღავსებდა მთელ საზოგადოებას, იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა
უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის შეხვედრა 21 მარტს შეერთებულ შტატებში გაიმართება
ირანის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ თავს დაესხმებიან აშშ-სა და ისრაელის ოფიციალურ პირებს, არმიის მეთაურებს
არქივი