უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის შეხვედრა 21 მარტს შეერთებულ შტატებში გაიმართება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 20 მარტი 2026, 18:41

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის შეხვედრა 21 მარტს შეერთებულ შტატებში გაიმართება.

ზელენსკის თქმით, მხარეები განიხილავენ ყველა საკითხს, მათ შორის სამმხრივი შეხვედრისთვის მზადებას.

„ჩვენ გვინდა მკაფიო თარიღები, სულ მცირე, დაახლოებითი. ყველას გვესმის, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება გავლენას ახდენს ამ თარიღის ცვლილებაზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამმხრივი შეხვედრა გადაიდო. ჩვენ გვსურს მეტი დეტალი ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დროებით მოხსნის გამო, ამერიკულ მხარესთან მჭიდრო დიალოგის გაგრძელება აუცილებელია.

„ეს ყველაფერი ჩვენთვის რისკებს წარმოადგენს, ეს რუსეთისთვის მეტ ფულს ნიშნავს და შემდეგ ფრონტზე მათი შესაძლებლობების ზრდას. ეს სახიფათოა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
POLITICO: ევროკავშირის ლიდერები ქმედითუუნარონი აღმოჩნდნენ საკუთარ კარიბჭესთან მიმდინარე ომების ფონზე
დონალდ ტრამპი - ნატო-ს წევრები მშიშრები არიან და ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ
რომის პაპი - ილია მეორე გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობის პერიოდში, სიყვარულით მფარველობდა ტრადიციებს, იმედით აღავსებდა მთელ საზოგადოებას, იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა
ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის საპატრიარქომ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა
ირანის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ თავს დაესხმებიან აშშ-სა და ისრაელის ოფიციალურ პირებს, არმიის მეთაურებს
არქივი