შსს: 21 მარტს, 15:00 საათიდან, თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 20 მარტი 2026, 21:31

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, შეზღუდვა შეეხება, როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტს.

„21 მარტს, 15:00 საათიდან 00:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება შემდეგი მიმართულებით:

თავისუფლების მოედანი, შალვა დადიანის ქუჩა (იცვლება მიმართულება);

რუსთაველის გამზირი - თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე;

რუსთაველის გამზირის დამაკავშირებელი ყველა ქუჩა;

მეტეხის ხიდი, ევროპის მოედანი;

ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი;

ქეთევან დედოფლის გამზირი - სასტუმრო „მეტეხიდან“ მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით;

ავლიპ ზურაბაშვილისა და თელავის ქუჩები, წურწუმიას ქუჩა, ახვლედიანის მოედანი.
ამ პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტებით:

სოლოლაკიდან ავტომობილების ნაკადი ასათიანის ქუჩის გავლით გორგასლის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს;
ზემო ვერაზე მოძრავი ნაკადი გადაადგილებას შეძლებს ბარნოვის ქუჩით, მრგვალი ბაღის მიმართულებით, ასევე, ბარნოვის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით ყველა მიმდებარე ქუჩის გავლით;

კოტე აფხაზის ქუჩიდან ავტომობილები გადაინაცვლებენ შალვა დადიანის ქუჩაზე (თავისუფლების მოედანზე მოძრაობა სრულად არის შეზღუდული); ლერმონტოვისა და მაჩაბლის ქუჩების გავლით მოხვდებიან ლეონიძის ქუჩაზე, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებენ სოლოლაკის მიმართულებით;

ქეთევან დედოფლის გამზირზე მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასამდე", საიდანაც ბოჭორმის ქუჩის გავლით მოძრაობას გააგრძელებენ `სოკარის~ ცენტრალური ოფისის მიმართულები.

ამასთან, ძალაში რჩება, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ქუჩებზე უკვე არსებული შეზღუდვები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო და თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სხვა შემთხვევაში თავი შეიკავონ ავტომანქანებით გადაადგილებისგან“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბათუმის ქუჩებში დამონტაჟებულ მონიტორებზე კათოლიკოს-პატრიარქის ვიდეორგოლი ტრიალებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ ოჯახის წევრებთან, მოადგილეებსა და უწყების თანამშრომლებთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო
აჭარის მთავრობის შენობაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ფოტო განთავსდა
სლოვაკეთის სახელმწიფო მდივანი: ილია მეორემ დატოვა მემკვიდრეობა, რომელიც სცილდება მისი ქვეყნის საზღვრებს
POLITICO: ევროკავშირის ლიდერები ქმედითუუნარონი აღმოჩნდნენ საკუთარ კარიბჭესთან მიმდინარე ომების ფონზე
არქივი