29
21 მარტი 2026, 23:50
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიის საორგანიზაციო ღონისძიებებისთვის, 22 მარტის 02:00 საათიდან დაკრძალვის ცერემონიის დასრულებამდე, ქვეითად მოსიარულეებისთვის მოძრაობა შეიზღუდება მესხიშვილის ქუჩაზე, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ დასახელებულ დროის მონაკვეთში, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |