სიონის ტაძარი, სადაც დღეს ილია მეორე დაკრძალეს, დღეს 22:00 საათამდე იქნება ღია, ხვალ კი 08:00 საათიდან გაიღება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 22 მარტი 2026, 21:28

სიონის საპატრიარქო ტაძარი, სადაც დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაკრძალეს, დღეს 22:00 საათამდე იქნება ღია, ხვალ კი 08:00 საათიდან გაიღება. შესაბამისად, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, უწმინდესის საფლავზე მივიდნენ და პატივი მიაგონ მას.

სიონში მოქალაქეების ნაკადი ამ დროისთვისაც არ წყდება.

საქართველომ კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მისი სურვილის თანახმად, სიონის საპატრიარქო ტაძარში დღეს დაკრძალეს.

უწმინდესი სიონის ტაძარში სამების ტაძრიდან მსვლელობით გადაასვენეს. პატრიარქი სასულიერო პირებმა, მრევლმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საგანგებოდ ჩამოსულმა დელეგაციებმა, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა, გზად მოწყობილ დერეფანში განლაგებულმა ჯარმა გააცილა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონში ამბიონთან - წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის დაკრძალეს.

პატრიარქს სიონის ტაძართან შეკრებილი ათასობით ადამიანი შეძახილით: პატრიარქო, გვიყვარხარ!“ და ტაშით გამოემშვიდობა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ასეა თუ ისე, მოსკოვის საპატრიარქო დღესდღეობით რჩება რუსეთის უკანასკნელ „ინსტიტუციად“, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ცნობს საეკლესიო დე-იურე დონეზე
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს პირისპირ შეხვდა
დავით ქართველიშვილი: უწმინდესის პირადი დაცვის ბიჭების მიერ მასთან დამშვიდობებაზე ორმაგ ემოციურ ტალღაში მოვყევი, პროფესიულ და ადამიანურში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს
მიტროპოლიტი ანანია: პატრიარქი იყო კლდე, უმტკიცესი საყრდენი, რომელზეც მან თვით ააგო თანამედროვე საქართველოს ეკლესია, განუმტკიცა საზღვრები, მოუპოვა ავტოკეფალია...
არქივი