Reuters: აშშ-მა რუსეთის ფინანსთა ყოფილ მინისტრს სანქციები მოუხსნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 04 აპრილი 2026, 11:22

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა რუსეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრის, მიხეილ ზადორნოვის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები მოხსნა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ზადორნოვს, რომელიც 2022 წლიდან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ იყო დასანქცირებული, ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდა.

„როგორც გარკვეული პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესება, ისე მათი ამოღება სიიდან არის საჭირო ინსტრუმენტი აშშ-ის საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“, - განუცხადა სააგენტოს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

მისი თქმით, სანქციების დაწესების აზრი არა ადამიანის დასჯაში, არამედ აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე პოზიტიურ გავლენაში მდგომარეობს.

ზადორნოვს რუსეთის ფინანსთა მინისტრის თანამდებობა 1997-1999 წლებში ეკავა. საჯარო სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ის კერძო სექტორში, VTB Bank-ში გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით
პრემიერი: მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ხარჯეფექტიანად განხორციელდება, გადავხედეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის დაღრმავებასთან და ტალღამტეხის მოწყობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას
ორმუზის სრუტე იხსნება, მაგრამ გემების მოძრაობა ჯერ არ აღდგენილა
ნეთანიაჰუს ოფისი: ისრაელი აშშ-ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება, თუმცა ეს ლიბანს არ ეხება
პრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის - ე.წ. „კუკუშკის“ რეაბილიტაციის თაობაზე
არქივი