თეკლა თიკანაშვილი: „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციების მთავარი ღირებულება სწორედ ის არის, რომ ჩვენ არა მხოლოდ მოვუსმინოთ ახალგაზრდებს, არამედ მათი საჭიროებები გავითვალისწინოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
78 04 აპრილი 2026, 14:52

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრები გრძელდება. მორიგი შეხვედრა ახალგაზრდებთან შეკვეთილში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სტუდენტები სამეგრელოდან და ზემო სვანეთიდან.

ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბორდის წევრები, რომელთა შორის ერთ-ერთი თეკლა თიკანაშვილია.

თეკლა თიკანაშვილის განცხადებით, ორგანიზაციის კონფერენციის მთავარი მიზანი და ღირებულება არის არა მხოლოდ ახალგაზრდების მოსმენა, არამედ, მათი საჭიროებების გათვალისწინებაა.

„როგორც გამოიკვეთა, ახალგაზრდებს განსაკუთრებულად აინტერესებთ სხვადასხვა პროექტის დაგეგმვა, თუ როგორ შეუწყონ საკუთარ რეგიონში, ქალაქში, გასართობი სივრცეების გამრავალფეროვნებას ხელი.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კონფერენციების მთავარი ღირებულება სწორედ ეს არის, რომ ჩვენ არა მხოლოდ მოვუსმინოთ ახალგაზრდებს, არამედ მათი საჭიროებები გავითვალისწინოთ“, - განაცხადა თეკლა თიკანაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით
პრემიერი: მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ხარჯეფექტიანად განხორციელდება, გადავხედეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის დაღრმავებასთან და ტალღამტეხის მოწყობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას
ორმუზის სრუტე იხსნება, მაგრამ გემების მოძრაობა ჯერ არ აღდგენილა
ნეთანიაჰუს ოფისი: ისრაელი აშშ-ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება, თუმცა ეს ლიბანს არ ეხება
პრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის - ე.წ. „კუკუშკის“ რეაბილიტაციის თაობაზე
არქივი