ილჰამ ალიევი - სამხრეთ კავკასიის ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებული მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 06 აპრილი 2026, 17:21

საქართველოს ეკონომიკაში ჩვენი ქვეყნიდან 3.6 მლრდ დოლარია უკვე ინვესტირებული და დღეს საუბარი გვქონდა ახალ შესაძლებლობებზე, ახალ საინვესტიციო პროექტებზე, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა  საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან  ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, საინვესტიციო კლიმატი ბიზნესს აძლევს საშუალებას, ინვესტიციები კიდევ უფრო გაზარდოს.

„ეკონომიკურ სფეროში ძალიან დიდი მიღწევები გვაქვს. ჩემს ვიზიტამდე ჩვენი თანამშრომლობის სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედე და მილიარდობით დოლარი იხარჯება საქართველოში, ზრდა არის შთამბეჭდავი. პირველი კვარტლის მაჩვენებლები ამას ადასტურებს. წლის ბოლოსთვის ჩვენ გადავაჭარბებთ რამდენიმე მილიარდს და საინვესტიციო კლიმატი ბიზნესს აძლევს საშუალებას, ინვესტიციები კიდევ უფრო გაზარდოს. 3.6 მლრდ დოლარია უკვე ინვესტირებული საქართველოს ეკონომიკაში ჩვენი ქვეყნიდან და დღეს საუბარი გვქონდა ახალ შესაძლებლობებზე, ახალ საინვესტიციო პროექტებზე. ჩვენ, შესაძლოა, განვიხილოთ მე-3 ქვეყნებში ერთობლივი ინვესტიციები.  ჩვენ გვქონდა საუბარი რეგიონულ უსაფრთხოებაზე, არსებულ მდგომარეობაზე.  გამონაკლისი არ ყოფილა ახალი რეალობა, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში. ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებული მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე, იმიტომ, რომ  მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს  ურყევი. მსგავსი მოვლენები ჩვენს რეგიონს არ უნდა შეეხოს. სამხრეთ კავკასიაში ჩვენ ვართ მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის რეგიონი. განსაკუთრებით უნდა გავუსვა ხაზი საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ ბრძანეთ სამშვიდობო პროცესის შესახებ, რომელიც ჩვენსა და სომხეთს შორის ვითარდება. ის შეთანხმებები, რომელსაც ხელს ვაწერთ, არ არის საკმარისი, რადგან სამომავლოდ ყველა ნაბიჯი ამ მშვიდობას უნდა აძლიერებდეს. ეს შეხვედრები, ეს ვიზიტები ზუსტად ამას ემსახურება. ჩვენ დავიწყეთ სომხეთთან ურთიერთობა საქართველოს გავლით და მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას ხელშეწყობისთვის“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით
პრემიერი: მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ხარჯეფექტიანად განხორციელდება, გადავხედეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის დაღრმავებასთან და ტალღამტეხის მოწყობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას
ორმუზის სრუტე იხსნება, მაგრამ გემების მოძრაობა ჯერ არ აღდგენილა
ნეთანიაჰუს ოფისი: ისრაელი აშშ-ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება, თუმცა ეს ლიბანს არ ეხება
პრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის - ე.წ. „კუკუშკის“ რეაბილიტაციის თაობაზე
არქივი