60
08 აპრილი 2026, 10:08
ვაშინგტონმა და თეირანმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას - 14-დღიან დროებით ცეცხლის შეწყვეტა, ჰორმუზის სრუტის გახსნის სანაცვლოდ.
ზავი შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა შეთანხმებით.
- მოლაპარაკებაში შუამავლობა გასწია პაკისტანმა ჩინეთის მხარდაჭერით
- ძირითადი პირობა: ირანმა დაუყოვნებლივ უნდა გახსნას ჰორმუზის სრუტე საზღვაო მიმოსვლისთვის
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა „მიაღწიეს და გადააჭარბეს ყველა მიზანს“, და ორკვირიანი პაუზა საჭიროა მხოლოდ იმისთვის, რომ უკვე თითქმის შეთანხმებული სამშვიდობო ხელშეკრულება საბოლოოდ გაფორმდეს
„ჩვენ მივიღეთ ირანისგან 10-პუნქტიანი წინადადება და ვფიქრობთ, რომ ეს არის მოლაპარაკებების სამუშაო საფუძველი. თითქმის ყველა სადავო საკითხი შეთანხმებულია, თუმცა ორი კვირა საჭიროა შეთანხმების დასასრულებლად,“ - დაწერა ტრამპმა Truth Social-ში
ირანმა, თავის მხრივ განაცხადა, რომ მიაღწია „დიად გამარჯვებას“ აშშ-სა და ისრაელზე
ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს განცხადებაში -Fars-ის მიხედვით - ნათქვამია, რომ: თეირანმა „აიძულა ამერიკა“ დაეთანხმოს 10-პუნქტიან გეგმას, რომელიც მოიცავს:
- აშშ-ის მხრიდან თავდასხმების შეწყვეტას
- ირანის კონტროლის შენარჩუნებას ორმუზის სრუტეზე
- ურანის გამდიდრების აღიარებას
- ყველა სანქციის მოხსნას
- გაეროს რეზოლუციების შეწყვეტას
- კომპენსაციების გადახდას
- აშშ-ის სამხედრო ძალების რეგიონიდან გაყვანას
- და ომის შეწყვეტას ყველა ფრონტზე
მოლაპარაკებების შესაძლო ადგილად ისლამაბადი (პაკისტანი) სახელდება
ზუსტი თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ორმუზის სრუტეში გემების უსაფრთხო გადაადგილება შესაძლებელი იქნება ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციით.
თეთრი სახლის მაღალი რანგის წყაროს ინფორმაციით: ისრაელიც შეუერთდა შეთანხმებას და დროებით შეწყვეტს დაბომბვებს.
თუმცა ნეთანიაჰუს ოფისმა აღნიშნა, რომ ზავი ლიბანზე არ ვრცელდება.
ზავი მიღწეულია. მაგრამ პირობების ინტერპრეტაცია მხარეებს შორის განსხვავებული.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |