აშშ-სა და ირანს შორის გამოცხადებული ზავის ფონზე ნავთობის ფასი დაეცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 08 აპრილი 2026, 11:03
მსოფლიოში ნავთობის ფასები მკვეთრად შემცირდა აშშ-სა და ირანს შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ.

სავაჭრო მონაცემების მიხედვით: Brent-ის ივნისის ფიუჩერსები დაეცა 16%-ზე მეტით,
დაახლოებით 91.07 დოლარამდე ერთ ბარელზე, ხოლო WTI-ის ნავთობი გაიაფდა 9%-ზე მეტით.

ასევე შემცირდა ნავთობისა და გაზის კომპანიების აქციები, მათ შორის - რუსულიც.

მანამდე, თებერვლის ბოლოდან, აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების ფონზე, ნავთობის ფასები სწრაფად იზრდებოდა - დაახლოებით 65 დოლარიდან 100 დოლარზე მეტამდე ერთ ბარელზე.

ომი ზრდის ფასებს. ზავი - ამცირებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი