ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა აშშ-ირანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ის გარიგებას მიესალმება. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.
თუმცა, როგორც ნეთანიაჰუს ოფისი აღნიშნავს, ახალი შეთანხმება ლიბანში მიმდინარე საომარ მოქმედებებს არ მოიცავს.
„ისრაელი მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას ორი კვირით გადადოს ირანის დაბომბვა იმის სანაცვლოდ, რომ ირანი [ჰორმუზის] სრუტეს გახსნის და შეაჩერებს თავდასხმებს აშშ-ზე, ისრაელზე და რეგიონის ქვეყნებზე“, - აღნიშნულია ისრაელის პრემიერის ოფისი მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნეთანიაჰუ აგრეთვე მხარს უჭერს აშშ-ის ძალისხმევას, რათა დარწმუნდეს იმაში, რომ ირანის მხრიდან აღარ იქნება ბირთვული, სარაკეტო და ტერორისტული საფრთხე ამერიკისთვის, ისრაელისთვის და ირანის არაბი მეზობლებისთვის.
„ორკვირიანი ზავი ლიბანს არ მოიცავს“, - დასძინეს ისრაელის პრემიერის ოფისში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |