44
08 აპრილი 2026, 12:04
ირანმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეს ორი კვირით ხსნის გემების გადაადგილებისთვის. თუმცა ზავის გამოცხადებიდან საათების შემდეგაც სრუტეში მოძრაობა პრაქტიკულად არ შეინიშნება.
ექსპერტების შეფასებით, ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ პირველი ნაბიჯია.
გემთმფლობელები და სადაზღვევო კომპანიები ჯერ კიდევ ელოდებიან უსაფრთხოების გარანტიებს, ოფიციალურ რეკომენდაციებს და რეალურ სიგნალებს, სანამ ამ კრიტიკულ საზღვაო მარშრუტზე დაბრუნდებიან.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სრუტის გამოყენება შესაძლებელი იქნება ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციით და ტექნიკური შეზღუდვების გათვალისწინებით.
რეალურად ვითარება ასეთია: ფორმალურად სრუტე გახსნილია მაგრამ პრაქტიკაში, ნავიგაცია ჯერ არ აღდგენილა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |