51
08 აპრილი 2026, 16:51
აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი ირანის წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო კამპანიას ტრადიციულ ბრიფინგზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისტორია შექმნა.
როგორც ჰეგსეტმა თქვა, არცერთ პრეზიდენტს არ უჩვენებია ასეთი სიმამაცე და გაბედული გადაწყვეტილება, როგორც ტრამპს.
„პრეზიდენტმა ტრამპმა შექმნა ისტორია. დაწყებული ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციით, ობარა-ირანის გარიგების გაუქმებით, „შუაღამის უროს“ ოპერაციისთ, რა დროსაც ბირთვული ობიექტები განადგურდა, გადამწყვეტი სამხედრო გამარჯვებით დასრულებული, რომელსაც ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ შედეგად მივაღწიეთ. არცერთ პრეზიდენტს არ უჩვენებია ასეთი სიმამაცე და გაბედული გადაწყვეტილება. ეს პრეზიდენტმა ტრამპმა შექმნა“, - განაცხადა ჰეგსეტმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |