აქ აღარ არის საუბარი იმაზე, რომ ვიღაცას რაიმე ტექნიკური ინფორმაცია გაეპარა, ვერ მოასწრო განახლება და ა.შ. ეს ნაბიჯი ნიშნავს იმას, რომ გერმანიას აღნიშნულ შემთხვევაში გადაწყვეტილი აქვს რადიკალური პროცესების წახალისება საქართველოში, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, სასურველია, რომ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია დროულად განახლდეს გერმანიის ვებ. გვერდზე.
„სხვა შემთხვევაში ჩვენ ვისურვებდით, რომ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია დროულად განახლდეს გერმანიის ვებ. გვერდზე, რათა ყველანაირი ლეგიტიმური კითხვის ნიშანი, რომელიც დღეს შეიძლება არსებობდეს ამ კონკრეტული ქმედების უკან, მოიხსნას“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილია საქართველოს ნოტა. საქმე ეხება ოფიციალური მონაცემების განახლებას. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, საქართველოს პრეზიდენტად ისევ მითითებულია სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი. ოფიციალური წერილის მიუხედავად მონაცემები ამ დრომდე განახლებული არ არის, ეს მაშინ როცა გერმანიას იგივე მიდგომა არ აქვს მაგალითად, რუსეთისა და სირიის შემთხვევაში.
ტელეკომპანია „იმედმა“ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა კითხვით, თუ რატომ არ არის თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს შესახებ მონაცემები განახლებული.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |