ცინცაძე: მარტში ექსპორტის მოცულობამ 697 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ველოდებით, რომ საქართველოს ექნება იმაზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
78 14 აპრილი 2026, 13:25

საგარეო ვაჭრობის მიმდინარე მაჩვენებლები კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე, რაც საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

მისივე თქმით, მარტის თვის ჭრილში, მიმდინარე წელს ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა.

„მარტში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა და ექსპორტის მოცულობამ 697 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც მარტის თვისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ასევე აღსანიშნავია, რომ იანვარ-მარტის მონაცემებიც რეკორდულია და კერძოდ, ექსპორტის დაახლოებით 23%-იანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო ექსპორტის ღირებულება 1 მილიარდ 700 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს“, - განმარტავს ვახტანგ ცინცაძე.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ეს მაჩვენებლები კი ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვან ზრდასა და მაღალი ეკონომიკური ზრდის მოლოდინზე მიუთითებს.

„აღნიშნული მაჩვენებლები კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე, რაც საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე. ჩვენ ველოდებით, რომ ის მაჩვენებლები, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში ეკონომიკური ზრდის კუთხით ფიქსირდება იანვარ-თებერვლის მდგომარეობით, გაგრძელდება მომდევნო თვეებშიც და საქართველოს ექნება მაღალი ეკონომიკური ზრდა, იმაზე გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე ამას სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ“, - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის მარტში ქვეყნის სავაჭრო ბრუნვამ 2,284.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.7%-ით მეტია. ამავე წლის იანვარ-მარტში ქვეყნის სავაჭრო ბრუნვა 0.1%-ით გაიზარდა და 5,862.1 მლნ. აშშ. დოლარს მიაღწია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია საია-ს სარჩელზე: თითოეული კანონი, რომელიც ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, მოლდოვის 1.9%-ით, უკრაინის 1.2%-ით
პრემიერი: სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნება ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, რომელიც იმუშავებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე
პრემიერი: თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ 8.8% შეადგინა. ვახერხებთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნებას.
აშშ-სა და ირანს შორის გამოცხადებული ზავის ფონზე ნავთობის ფასი დაეცა
არქივი