პეტერ მადიარი ნავთობსადენ „დრუჟბას“ მუშაობის აღდგენაზე: ჩვენ არანაირ დათმობაზე არ წავალთ და მე არ ვურჩევდი პრეზიდენტ ზელენსკის შანტაჟის გზით სიარულს - ამას ვერ გაიგებენ არა მხოლოდ უნგრეთში, არამედ ევროპაშიც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
72 20 აპრილი 2026, 21:04

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, აღადგინოს რუსული ნავთობის ტრანზიტი „დრუჟბის“ მილსადენით, თუ ის ექსპლუატაციისთვის ვარგისია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთის ახალი მთავრობა ამ საკითხში „არანაირ დათმობაზე“ არ წავა.

მედიასთან ურთიერთობისას პარტია „ტისას“ ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა „შეასრულოს თავისი დაპირება“ და განაახლოს „დრუჟბას“ მუშაობა. მისი თქმით, ეს შეიძლება უახლოეს დღეებში მოხდეს.

თავის მიმართვაში მადიარმა ასევე გააფრთხილა ზელენსკი, რომ არ სცადოს უნგრეთის „შანტაჟი“ ნავთობსადენის განბლოკვის მიზნით.

„ჩვენ არანაირ დათმობაზე არ წავალთ და მე არ ვურჩევდი - კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაგრამ არ ვურჩევდი უკრაინის პრეზიდენტს ამ გზით სიარულს. ამას ვერ გაიგებენ არა მხოლოდ უნგრეთში, არამედ ევროპაშიც; ევროპელი ლიდერებიც ვერ გაიგებენ იმას, რომ მას უკვე შეთანხმებული საკითხების გადახედვა და ევროპელი ლიდერების შანტაჟი სურს“, - განაცხადა მადიარმა.

მან უკრაინის პრეზიდენტის ქმედებები ვახშამზე წაყენებულ მოთხოვნებს შეადარა.

„ეს იმას ჰგავს, როცა ვინმე ვახშამზეა დაპატიჟებული და შანტაჟს იწყებს: თუ ლეჩო [უნგრული კერძი] არ იქნება, ან თუ საშუალო ცეცხლზე არ შეიწვება, მაშინ ამას და ამას ვიზამ. ჩემი აზრით, ეს არასწორი დამოკიდებულებაა და არ ვურჩევდი ასე მოქცევას“, - განაცხადა მადიარმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროპარლამენტარმა კრისტიან ტერესმა მარტა კოსს მიმართა - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ეწვია საქართველოს, შემდეგ მარკო რუბიომ დაურეკა პრემიერ-მინისტრს, თუ ისინი ამას აკეთებენ, ჩვენ რატომ ვერ ვაკეთებთ
დონალდ ტრამპი: მე ვიგებ ომს, დიდი უპირატესობით, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის
გენო პეტრიაშვილი: ჩვენ გვყავს ღირსეული სპორტსმენები, რომლებმაც არაერთხელ ასახელეს ჩვენი სამშობლო და რომლებსაც აქვთ ღირსეული მოქალაქეობრივი ვალდებულება და პასუხისმგებლობა
ფაშინიანი რუსეთთან ურთიერთობებზე: ყველა ძალისხმევას მივმართავთ რუსეთთან ჩვენი კონსტრუქციული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის
ტრამპი ამტკიცებს, რომ ირანთან შეთანხმებას ხელი დღეს, პაკისტანში მოეწერება
არქივი