გიორგი ჩაკვეტაძე პრემიერის ღია წერილზე: თანამედროვე ქართული სახელმწიფო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას - ერთი მხრივ, საქართველოს აბრალებდე დემოკრატიულ უკუსვლას და მეორე მხრივ, არ გმობდე ძალადობას, რომელიც დანიის დედაქალაქში განვითარდა, რეალობის ნიველირების მცდელობაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 19 მაისი 2026, 15:27
ჩაკვეტაძის განცხადებით,  ქართული სახელმწიფო იბრუნებს მის ისტორიულ ფუნქციას და ის თანაბარუფლებიანად პოზიციონირებს საერთაშორისო ასპარეზზე. 

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობას აქვს სრული უფლება ევროკავშირისგან მოითხოვოს  სამართლიანი დამოკიდებულება. 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს და დააფიქსირა ის სათქმელი და კითხვები, რაც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ.

თანამედროვე ქართული სახელმწიფო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას. ის აღარ არის ვინმეს ინტერესების გატარების არეალი. აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი უძველესი ქვეყანა, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, თანაბარუფლებიანად პოზიციონირებს საერთაშორისო პოლიტიკაში.

ერთი მხრივ საქართველოს აბრალებდე დემოკრატიულ უკუსვლას და მეორე მხრივ, არ გმობდე ძალადობას, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა, რეალობის ნიველირების მცდელობაა.

ამავე სცენარის ნაწილია რადიკალიზმისა და სიძულვილის ენის დაფინანსება და კონკრეტულ დესტრუქციულ ქმედებებზე თვალის დახუჭვით, მათი წახალისება.

არავისზე ნაკლები ევროპული ქვეყანა საქართველო არ არის. უფრო მეტიც, ის დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთი გამორჩეული კერაა.

ქართველ ხალხს აქვს სრული უფლება ევროინტეგრაციის გზაზე მოითხოვოს სამართლიანი დამოკიდებულება და პასუხები მიიღოს ყველა იმ შეკითხვაზე, რომელიც მას ლეგიტიმურად გააჩნია!“- წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„თავისუფლების მოედნის“ წევრი თამარ გამყრელიძე კოპენჰაგენის აქციაზე: პროტესტის თუნდაც ძალადობრივი მეთოდებით დაშლა, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა
დავით ქართველიშვილი: ევროკავშირმა მარტში რუსეთიდან LNG-ის შესყიდვები თითქმის გააორმაგა
თამარ ჩიბურდანიძე: ახალი ინიციატივა ზნეობრივად და მორალურად გააჯანსაღებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, იძულებით მაინც. ახალგაზრდები აღარ გაიზრდებიან იმ სიძულვილის გარემოში, რაშიც სურდათ გაენადგურებინათ ახალი თაობა
დავით ქართველიშვილი: საქართველომ პირველად დიდი ხნის განმავლობაში საჯაროდ თქვა უარი „დამნაშავე პერიფერიის“ როლის შესრულებაზე და ბრიუსელთან საუბარი დაიწყო როგორც სახელმწიფომ, რომელსაც თავადაც აქვს უფლება დასვას არასასიამოვნო კითხვები
ცოტნე ანანიძე: სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, არამედ, ადამიანის უფლებების დაცვაა - საერთაშორისო გამოცდილებაც ადასტურებს, რომ სწორი სამართლებრივი რეაგირება იცავს ადამიანებს
არქივი