დავით ქართველიშვილი პეტერ ფიშერზე: უკვე მერამდენე ელჩს უშვებს საქართველოს ხელისუფლება პენსიაზე. ვუსურვებ მას კარგ პენსიას, არა დამსახურებულ დასვენებას და ველოდებით ახალ ელჩს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 22 მაისი 2026, 19:32

უკვე მერამდენე ელჩს უშვებს საქართველოს ხელისუფლება პენსიაზე, ვუსურვებ მას კარგ პენსიას, არა დამსახურებულ დასვენებას და ისევე, როგორც მთელი საქართველო, ელოდება ამერიკის სულ სხვა, ახალ ელჩს, ასევე ველოდებით გერმანიის ახალ ელჩს, - განაცხადა ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მისივე თქმით, იმაზე უარესად, როგორც ურთიერთობები პეტერ ფიშერის დროს დაიძაბა საქართველო-გერმანიას შორის, ვეღარ დაიძაბება.

„გერმანია იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. გერმანიას ჰყავდა არაერთი არაჩვეულებრივი პრაგმატიკოსი, ევროპელი ელჩი, რომელსაც ძალიან კარგად ესმოდა, რომელ ქვეყანაში ასრულებს თავის დიპლომატიურ მისიას, ბატონი ფიშერისგან განსხვავებით. ეს არის უკვე მერამდენე პენსიონერი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება უშვებს პენსიაზე. ქალბატონების, დანიგანის, დეგნანის შემდეგ ბატონი ფიშერიც მიდის პენსიაზე, რომელიც არაფრით ფინალურ აკორდს ვერ დაამშვენებს რაიმე დიპლომატიური მიღწევით ჩვენს ქვეყანასთან. არადა ჩვენთან ურთიერთობა ძალიან მარტივია და მე მინდა ვუსურვო კარგი პენსია, არა დამსახურებული დასვენება ბატონ ფიშერს და ისევე, როგორც მთელი საქართველო ელოდება ამერიკის სულ სხვა ახალ ელჩს, ასევე ველოდებით გერმანიის ახალ ელჩს. თუ გერმანიაში პრაგმატული პოლიტიკა უკვე იკრებს თავის ძალას იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ მემარჯვენე კონსერვატიული პარტიები, ძალები სულ უფრო პოპულარულები ხდებიან გერმანიის პოლიტიკურ სივრცეში და იქაც უახლოვდება გერმანიას ახალი არჩევნები და შეიძლება ძალების გადანაწილება მოხდეს. შეიძლება ერთი წელიც გავიდეს იქამდე, სანამ სულ სხვა მეინსტრიმი იქნება გერმანიაში და სულ სხვა მიდგომა ექნება გერმანიას მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. მე ვფიქრობ, რომ იმაზე უარესად, რაც ფიშერის დროს მოხდა ურთიერთობების დაძაბვა, აღარ შეიძლება მოხდეს",- აღნიშნა ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ICG-მ ღიად აღიარა, რომ თბილისის შიში ომში ჩათრევის საფრთხის მიმართ არც „პროპაგანდაა“ და არც „გამოგონილი ნარატივი“, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრივი სტრატეგიის რეალური ფაქტორია
ზაალ ანჯაფარიძე: მაქვს უფლება მქონდეს ეჭვი, რომ ეს იყო გაფრთხილება იმაზე, რომ შემდგომში მანქანა, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდება, შეიძლება აფეთქდეს
გია აბაშიძე: ავსული ნაცსექტის პროპაგანდის ცხადი შედეგი - საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა, მისი მძღოლი მანამდე ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა
დავით ქართველიშვილი: დედაეკლესიის მისამართით გინებით და პატრიარქ შიოს შეურაცხყოფით, საპატრიარქოს ეზოში მანქანით შემოვარდა ერთ-ერთი ადგილობრივი ლიბერალ-ფაშისტი
დავით ჩიხელიძე: საპატრიარქოს ეზოში შევარდნა, არაა უბრალო ინციდენტი, ესაა იმ აგრესიული თავდასხმების პირდაპირი და ლოგიკური შედეგი, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები და მათი მართული მედიასაშუალებები მიზანმიმართულად ეწევიან
არქივი