შალვა პაპუაშვილი: დეზინფორმაციაზე საუბრობს ფიშერი, როცა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი ავრცელებს პირდაპირ დეზინფორმაციას - სრულად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის პეტერ ფიშერის ფაქტორი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
72 03 ივნისი 2026, 13:07

სანამ ფიშერი არის, არც რწმუნებათა სიგელის გადაცემა მოხდება და არც ვებგვერდი ჩასწორდება, ეს არის მთლიანად პეტერ ფიშერის ფაქტორი, რომელსაც აქვს პირადი ზიზღი საქართველოს ხელისუფლების მიმართ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რითაც გამოეხმაურა გერმანული მხარის მიერ საქართველოს ელჩის გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზიას დანიშვნის გაჭიანურებას.

„ჩემი აზრით ფიშერს პირობა აქვს წაყენებული, რომ სანამ ის აქ არის და საქართველოს არ დატოვებს, არანაირი ცვლილება არ იყოს. რომ წავა საქართველოდან მერე ვნახოთ, შემთხვევით ვებგვერდი უცებ ხომ არ შესწორდება.

დეზინფორმაციაზე საუბრობს ფიშერი, როცა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი ავრცელებს პირდაპირ დეზინფორმაცია. სრულად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის პეტერ ფიშერის ფაქტორი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთის, რამდენიმე თვეა საქართველოს ელჩი გერმანიაში ალექსანდრე კარტოზია, გერმანიის ხელისუფლებისგან აკრედიტაციის პროცედურის დასრულებას ელოდება.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე კი, საქართველოს ხელისუფლების შესახებ ისევ ძველი მონაცემებია განთავსებული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - მოხარულები ვართ, რომ კონკრეტულმა პატიმრებმა ჩვენი წინადადება მიიღეს, კარგი იქნება, თუ სხვებიც მიბაძავენ
პრემიერი მოლდოვაზე: თვითონვე მზად არიან ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები, დათმონ ქვეყნის სუვერენიტეტი და ეს უფასდებათ კონკრეტული ძალების მხრიდან
გვარამია გეგელიაზე: თუ სადმე გაიგებს, რომ ამერიკელები მოგვიწოდებენ პარლამენტში შესვლას, მეც მითარგმნონ
მარკო რუბიო: საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს, რომ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება - ჩვენ მათ განვუმარტეთ, თუ რა იქნება ამისთვის საჭირო და რა მოთხოვნებია ამისთვის
პაპუაშვილი: როდესაც ბრიუსელი გვაკრიტიკებს სააკაშვილის, მელიას, გვარამიას, ახალაიას, „რუსთავი-2“-ის საქმეზე და ბოლოს ყველა ამ გადაწყვეტილებაზე ყველგან მარცხდება ბრიუსელი, ყველა არგუმენტი განულებულია და შემდეგ იმალები ბავშვივით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ
არქივი