მარკო რუბიო: საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს, რომ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება - ჩვენ მათ განვუმარტეთ, თუ რა იქნება ამისთვის საჭირო და რა მოთხოვნებია ამისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 03 ივნისი 2026, 20:10

საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს, რომ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება - ჩვენ მათ განვუმარტეთ, თუ რა იქნება ამისთვის საჭირო და რა მოთხოვნებია ამისთვის, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კონგრესმენების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

„ჩვენ მივიღეთ რამდენიმე პოზიტიური გამოხმაურება და ამიტომ, ჩვენი იმედია, რომ ვიხილავთ ტრაექტორიის ცვლილებას საქართველოს შემთხვევაში იმ მდგომარეობიდან, სადაც ის დღეს იმყოფება. მათ გვკითხეს, თუ რა იქნება საჭირო შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობისთვის. ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, ამ საფუძველზე შევძლებთ წინსვლას და შესაძლოა შევცვალოთ ტრაექტორია არა მხოლოდ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის, არამედ მათი ქცევისაც“, - დასძინა რუბიომ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - მოხარულები ვართ, რომ კონკრეტულმა პატიმრებმა ჩვენი წინადადება მიიღეს, კარგი იქნება, თუ სხვებიც მიბაძავენ
პრემიერი მოლდოვაზე: თვითონვე მზად არიან ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები, დათმონ ქვეყნის სუვერენიტეტი და ეს უფასდებათ კონკრეტული ძალების მხრიდან
გვარამია გეგელიაზე: თუ სადმე გაიგებს, რომ ამერიკელები მოგვიწოდებენ პარლამენტში შესვლას, მეც მითარგმნონ
პაპუაშვილი: როდესაც ბრიუსელი გვაკრიტიკებს სააკაშვილის, მელიას, გვარამიას, ახალაიას, „რუსთავი-2“-ის საქმეზე და ბოლოს ყველა ამ გადაწყვეტილებაზე ყველგან მარცხდება ბრიუსელი, ყველა არგუმენტი განულებულია და შემდეგ იმალები ბავშვივით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ
სასამართლო სისტემის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 33-ე პოზიციაზეა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-15 ადგილს იკავებს
არქივი