აზიის განვითარების ბანკის შეფასება არის საქართველოში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების აღიარება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1436 15 სექტემბერი 2020, 20:10
„მიუხედავად, იმისა რომ 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკამ განიცადა ვარდნა პანდემიიდან გამომდინარე, 2021 წელს აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს ეკონომიკურ ზრდას 4.5%-ს პროგნოზირებს და აღნიშნავს, რომ ძირითადად ზრდა მოსალოდნელია ტურიზმში, მოხმარებაში, ექსპორტსა და ინვესტიციებში. ეს არის მორიგი მხარდაჭერა და აღიარება საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან საქართველოში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების მიმართ, რომელიც განხორციელდა პანდემიიდან მომდინარე საფრთხეების კვალდაკვალ. შესაბამისად, პოზიტიური შეფასებები იძლევა იმის დასკვნის საშუალებას, რომ ეკონომიკის შეზღუდვებისა და გახსნის გადაწყვეტილებები იყო დროში სწორად განსაზღვრული,“ - აღნიშნავს თავის ფეისბუქ - გვერდზე თსუ ანალიზისა და პროგნოზების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძემ. 

აზიის განვითარების ბანკი თავის ყოველწლიურ რეგიონულ ეკონომიკურ მიმოხილვაში 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის 5%-იან ვარდნას პროგნოზირებს, რასაც პანდემიიდან წარმოქმნილ პრობლემებს უკავშირებს. „ბანკი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ კოვიდ-19-დან მომდინარე ეკონომიკური შედეგების შესარბილებლად გადადგმულ ნაბიჯებს. კერძოდ, ეს ეხება საბანკო რეგულაციებს, საგადასახადო ადმინისტრირების შერბილებას, სოციალური პაკეტების გაფართოებას, გაჩერებული ბიზნესების ფრთხილ ამოქმედება და შიდა ტურიზმის წახალისებას,“ - განაცხადა ოთარ ანგურიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ის, რომ საქართველოს ბიზნესმხარდამჭერი ეკონომიკური პოლიტიკა არის მოწოდების სიმაღლეზე, განაპირობებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას
სიღარიბის მაჩვენებელი, გასული 4 წლის განმავლობაში, განახევრდა, კერძოდ, იყო 21.3% და შარშანდელი მონაცემებით, ჩამოსულია 9.4 %-მდე
კოორდინირებული მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპაში მე-13, მსოფლიოში კი 24-ე პოზიციაზე გავიდა
„ფიჩის“ შეფასებაში აღნიშნულია მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების, კიდევ უფრო გაუმჯობესება
დივერსიფიცირებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.6-დან 7 პროცენტამდე გაიზარდა
არქივი