პრემიერ-მინისტრის გაფრთხილება - შემოსავლების სამსახურს, თავისი საბაჟოთი, არც ერთი შეცდომა არ ეპატიება, ლიმიტი დამთავრდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1430 16 ნოემბერი 2019, 10:07
"უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება იქნება ყველას გამოწვევა. ყველაფერს სჭირდება ფინანსური სტაბილურობა და გამართული ფისკალური პოლიტიკა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა სამინისტროში, უწყების თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ფინანსთა სამინიტროს ეფექტური მუშაობის მნიშვნელობას და უწყების წარმომადგენლებს, მათ შორის შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს პრობლემური საკითხების გადაჭრის კონკრეტული გზების წარმოსადგენად ორი კვირის ვადა მისცა.

„შემოსავლების სამსახურს, თავისი საბაჟოთი, არც ერთი შეცდომა არ ეპატიება. პირდაპირ გეუბნებით, ლიმიტი დამთავრდა. ბიუჯეტის შევსება, ხაზინა, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ადგილობრივი ხელისუფლების ხარჯვით ნაწილთან და ამის კონტროლი, საბაჟო და შემოსავლების სამსახური, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ამიტომ, იცოდეთ, უდიდესი ყურადღების ქვეშ იქნებით“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს.

შეხვედრაში ფინანსთა მინისტრი, მინისტრის მოადგილეები და უწყების დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოსთვის ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე წვდომა პირველად ხდება ხელმისაწვდომი
საქართველოს მთავრობის მიერ 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების წარმატებულ გამოშვებას ლონდონის საფონდო ბირჟა ეხმაურება
გორდულაძე: მნიშვნელოვანია, რომ დიახ, ბიზნესმა მოგება აუცილებლად ნახოს, ვინაიდან თავისუფალი ბიზნესის გარეშე შეუძლებელია ეკონომიკურ წინსვლაზე ვისაუბროთ
2025 წელი პოზიტიური იყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით - ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მისი მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელს გაუტოლდა
საქართველოს ეროვნული ბანკი მწვანე სესხების მონაცემების გამოქვეყნებას იწყებს
არქივი