გიორგი გახარია - ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს საქართველოს ტრანზიტულ ფუნქციას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1377 30 ნოემბერი 2019, 21:58
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ TANAP-ის პროექტის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს საქართველოს ტრანზიტულ ფუნქციას.

„დღეს ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ TANAP-ის პროექტის ინაუგურაციაში. მოგეხსენებათ, რომ ენერგომატარებლების ტრანსპორტირების თვალსაზრისით ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს საქართველოს ტრანზიტულ ფუნქციას. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენმა ქვეყანამ შეასრულოს ხიდის ფუნქცია და როლი არა მხოლოდ ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული, არამედ ენერგომატარებლების თვალსაზრისითაც, რამეთუ მოგეხსენებათ, ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა გახლავთ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ახალი სამუშაო ადგილები და ქვეყნის უსაფრთხოება. ყველა ამ მიმართულებას TANAP-ის პროექტი პასუხობს და ამიტომ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენს მეზობლებთან, ჩვენს მეგობრებთან ერთად დღევანდელი ღონისძიების ჩატარება, როდესაც TANAP-ის პროექტი უკვე ევროპის საზღვრებზე მივიდა და აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა, რა თქმა უნდა, საქართველოს გავლით და რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში საქართველოს ტრანზიტული ფუნქცია იძენს როგორც პოლიტიკურ, უსაფრთხოების განზომილებას, ასევე, ეკონომიკურ განზომილებასაც, რამეთუ ჩვენს ეკონომიკას მეტი ენერგომატარებლები ექნება მისი ეკონომიკის გაძლიერებისთვის და განვითარებისთვის”, - ამის შესახებ განაცხადა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გლობალური გაურკვევლობის ფონზე
ირაკლი კირცხალია საია-ს სარჩელზე: თითოეული კანონი, რომელიც ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს
ცინცაძე: მარტში ექსპორტის მოცულობამ 697 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ველოდებით, რომ საქართველოს ექნება იმაზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, მოლდოვის 1.9%-ით, უკრაინის 1.2%-ით
პრემიერი: სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნება ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, რომელიც იმუშავებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე
არქივი