TANAP-ის პროექტით საქართველო იღებს გაზრდილ ეკონომიკურ უსაფრთხოებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1333 01 დეკემბერი 2019, 16:57
,, შესაბამისი აღნიშვნის გარეშე ჩაიარა TANAP-ის პროექტის ამუშავებამ, რომლის სრულფასოვანი ამოქმედებისათვის შესაბამის სამუშაოებს ბოლო 7 წლის განმავლობაში ერთობლივი ძალებით: საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ევროკავშირი ახორციელებდნენ, ძირითადად ამ უკანასკნელის ენერგოდივერსიფიცირების კონტექსტში”,- ამის შესახებ ეკონომიკური ექსპერტი ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში წერს. 

ჭარაია პროექტის ამოქმედებით მიღებულ სიკეთეებზე  საუბრობს. 

,, ევროკავშირისთვის კარგი სამსახურის გაწევის გარდა, არ უნდა გამოგვრჩეს რომ TANAP-ის ამოქმედებით:
- 2023 წლისთვის საქართველოს მიერ მიღებული უფასო ბუნებრივი აირის მოცემულობა დღევანდელთან შედარებით პრაქტიკულად 5-მაგდება, მათ შორის მხოლოდ TANAP-ის გზით (23 მილიარდი კუბური მეტრის გატარებისთვის) საქართველო მიიღებს - 1.15 მილიარდ კუბურ მეტრს, დღევანდელი მოხმარების დაახლოებით ნახევარს; 2026 წლისთვის მაჩვენებელი 1.5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება (31 მილიარდი კუბური მეტრი აირის გატარებისთვის); საბოლოოდ კი დაგეგმილია TANAP-ის გამტარუნარიანობის 60 მილიარდ კუბურ მეტრამდე აყვანა, რაც საქართველოსთვის 3 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებვირი აირის უსასყიდლოდ გადმოცემას გულისხმობს, საქართველოს დღევანდელ მოხმარებაზე - 1.4-ჯერ მეტს.

ცნობისთვის, დღეისთვის საქართველო ტრანზიტის სანაცვლოდ დაახლოებით 300 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს იღებს უსასყიდლოდ, პლიუს მონეტარული ფორმით სომხეთში გატარებული ტრანზიტის 10%-ის ეკვივალენტს (დაახლოებით 130 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ღირებულებას). 2018 წლის მონაცემებით საქართველომ 2.2 მილიარდი მეტრკუბი ბუნებრივი აირი მოიხმარა, მათ შორის: საყოფაცხოვრებო დანიშნულების - 851 მილიონი; თბოელექტროსადგურებმა - 489 მილიონი; ავტოგასამართმა სადგურებმა - 229 მილიონი, დანარჩენი კი - არასაყოფაცხოვრებო სექტორის წილია.

 რაც შეეხება მომწოდებლებს: 97% აზერბაიჯანზე მოდის (უსასყიდლო გაზის ჩათვლით), უმნიშვნელოა რუსეთის (1.7%) და ადგილობრივი მოპოვების წილი (0.4%).
დასკვნა: საქართველო იღებს გაზრდილ ენერგო-უსაფრთხოებას; საქართველო იღებს გაზრდილ ეკონომიკურ უსაფრთხოებას; საქართველო იმტკიცებს დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორის სტატუსს” ,- წერს ვახტანგ ჭარაია
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გლობალური გაურკვევლობის ფონზე
ირაკლი კირცხალია საია-ს სარჩელზე: თითოეული კანონი, რომელიც ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს
ცინცაძე: მარტში ექსპორტის მოცულობამ 697 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ველოდებით, რომ საქართველოს ექნება იმაზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, მოლდოვის 1.9%-ით, უკრაინის 1.2%-ით
პრემიერი: სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნება ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, რომელიც იმუშავებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე
არქივი