პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1029 10 დეკემბერი 2019, 17:25
2020 წლის ბიუჯეტი  პარლამენტმა 83 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

დოკუმენტის პირველადი პროექტისგან განსხვავებით, საბოლოო ვერსიაში ხარჯვითი ნაწილი 221 მილიონი ლარით, 14 მილიარდ 432 მილიონ 866 ათას ლარამდე გაიზარდა.  

ბიუჯეტში სოციალური დანახარჯებისთვის დამატებით გამოყოფილია 300 მილიონი ლარი. პირველი იანვრიდან პენსიების და სოციალური დახმარებისთვის 20-ლარიანი ზრდა არის გათვალისწინებული, ხოლო პირველი ივლისიდან 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პენსიონრებისთვის, ასევე 18 წლამდე და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, პენსიის დამატებით 30-ლარიანი ზრდა.

2020 წლის ბიუჯეტში მასწავლებელთა ხელფასების ზრდისთვის გამოყოფილია 120 მილიონი ლარი. კერძოდ, ახალი სასწავლო წლიდან იგეგმება ანაზღაურების 150-ლარიანი ზრდა.

მომავალი წლის ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია ხელფასების გაზრდა პოლიციელებისთვის, სახანძრო-სამაშველო სამსახურების თანამშრომლებისთვის, ჯარისკაცებისთვის, პირველადი ჯანდაცვის პერსონალისა და საბავშვო ბაღების პერსონალისთვის.

ბიუჯეტში გარზდილია ხარჯები ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 2 მილიარდ 070 მილიონ ლარს შეადგენს.

ბიუჯეტში თავდაპირველად ეკონომიკური ზრდის ხუთპროცენტიანი მაჩვენებელი ჩაიდო, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, 4.5 პროცენტამდე შემცირდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
2025 წლის აპრილის, მონაცემებით საქართველოს ოფიციალური სარეზერვო აქტივების მოცულობა 4.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო წლის ბოლოს ჩვენივე პროგნოზით მისი მოცულობა 4.8 მილიარდ აშშ დოლარს მიუახლოვდება
საქართველოს ეკონომიკა მარტში 9%-ით, ხოლო პირველ კვარტალში 9.3%-ით გაიზარდა. სახელმწიფო ბიუჯეტი 102.1%-ით შესრულდა
ეკონომიკის სამინისტრო: 2025 წელი ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდით დაიწყო - იანვარ-მარტის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ით განისაზღვრა
გიორგი აბაშიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე: ⁠2025 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 10-ჯერ მეტად, ვიდრე მოლდოვის ეკონომიკა, 3-ჯერ მეტად ვიდრე უკრაინის ეკონომიკა, 5-ჯერ მეტად, ვიდრე ევროკავშირის ეკონომიკა
I კვარტალში ბათუმის პორტს ტვირთბრუნვა 22%-ით გაეზარდა - "ყაზტრანსოილი"
არქივი