ნათია თურნავა - სასიხარულოა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში კვლავაც ძალიან მაღალ დონეზე არის შეფასებული ჩვენთან არსებული საინვესტიციო გარემო. ხაზგასმულია, რომ ინვესტორებისთვის არის საკმაოდ მიმზიდველი პირობები შექმნილ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
819 22 ივლისი 2021, 15:30

სასიხარულოა, რომ კვლავაც ძალიან მაღალ დონეზე არის შეფასებული ჩვენთან არსებული საინვესტიციო გარემო. ხაზგასმულია, რომ ინვესტორებისთვის არის საკმაოდ მიმზიდველი პირობები შექმნილი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2021 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ანგარიშში საუბარია პროგრამებზე, რასაც სახელმწიფო ახორციელებს და უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროც არის ჩართული.

„ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ ანგარიშში საკმაოდ დიდი ნაწილი დაეთმო ჩვენს პროგრამებს, რასაც სახელმწიფო ახორციელებს, მათ შორის ისეთ პროგრამებს, რომელშიც უშუალოდ ეკონომიკის სამინისტრო არის ჩართული. ეს არის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. მათ შორის ის კომპონენტი, რომელიც მიმართულია უცხოელი ინვესტორების მოზიდვაზე. ხაზი გაესვა ახალ პროგრამებს, მათ შორის FDI გრანტებს, რომელიც სულ ახლახანს არის შემოღებული, რათა უცხოელმა ინვესტორებმა არა მარტო ინვესტიცია განახორციელონ, არამედ მოწადინებული იყვნენ, რომ ახალი ცოდნა შექმნან, გადაამზადონ ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობა და რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაასაქმონ.

ასევე, ანგარიშში ხაზი გაესვა იმ რეფორმებს, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, მათ შორის წიაღისეულის სექტორის რეფორმას და ახალ პროგრამას „100 წიაღისეული“, რომელსაც ჩვენ ელექტრონული აუქციონებით ვთავაზობთ ინვესტორებს. ასევე საპრივატიზაციო გადაწყვეტილებებს, მათ შორის იმ დიდ კამპანიას – „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, როდესაც პარალელური აუქციონები მიმდინარეობს და სხვა პროგრამებს, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ ქოლგის ქვეშ ხორციელდება. ნათქვამია, რომ მთლიანობაში ეს პროგრამები და გადაწყვეტილებები, რაც ჩვენმა ეკონომიკურმა გუნდა მიიღო, ხელს უწყობს საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებას და ძალიან მაღალ მიმზიდველობას მატებს სხვადასხვა დარგს, სადაც უცხოელ ინვესტორს შეუძლია, დააბანდოს თავისი კაპიტალი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს ეკონომიკა მარტში 9%-ით, ხოლო პირველ კვარტალში 9.3%-ით გაიზარდა. სახელმწიფო ბიუჯეტი 102.1%-ით შესრულდა
ეკონომიკის სამინისტრო: 2025 წელი ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდით დაიწყო - იანვარ-მარტის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ით განისაზღვრა
გიორგი აბაშიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე: ⁠2025 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 10-ჯერ მეტად, ვიდრე მოლდოვის ეკონომიკა, 3-ჯერ მეტად ვიდრე უკრაინის ეკონომიკა, 5-ჯერ მეტად, ვიდრე ევროკავშირის ეკონომიკა
I კვარტალში ბათუმის პორტს ტვირთბრუნვა 22%-ით გაეზარდა - "ყაზტრანსოილი"
ისტორიაში პირველად - სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო ერთ სულზე რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკის ზრდით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია
არქივი