დღეს დიდგორობაა - დიდგორის ბრძოლიდან 900 წელი გავიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
344 12 აგვისტო 2021, 08:39

დიდგორის ბრძოლიდან 900 წელი გავიდა.  ისტორიულ დღეს აღნიშნავენ თავდაცვის ძალები  სპეციალური საზეიმო ღონისძიებით, რომელიც ტრადიციულად, დიდგორის ველზე გაიმართება, წარმოდგენილი იქნება მუსიკალური და ქორეოგრაფიული პროგრამა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, პრემიერის ინიციატივით, სპეციალურად შეიქმნა მედალი „დიდგორი 900“, რომლითაც დღეს გამორჩეული მებრძოლები სამხედრო აღმშენებლობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის დაჯილდოვდებიან.

დიდგორის ბრძოლა ან „ძლევაი საკვირველი“ 1121 წლის 12 აგვისტოს გაიმართა. ქართველთა ჯარი (56 ათასი მეომარი, ამათგან 40 ათასი ქართველი, 15 ათასი ყივჩაყი, 500 ოსი და 100 ევროპელი) (ევროპელი)  დავით აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქარს მაჰმადიანთა ლაშქრის რაოდენობა სხვადასხვა ცნობების მიხედვით მერყეობს 250-300 ათასიდან ( სომხური და თურქული წყაროების თანახმად) 500-600 ათასამდე (არაბული, სპარსული ქართული და ევროპული წყაროების თანახმად) დიდგორის ველზე დაუპირისპირდა და დაამარცხა. 

ბრძოლის წინ მეფემ  ჯარს მიმართა: "ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ქვეყნისა და რჯულის გადასარჩენად კვლავაც ვაჟკაცურად ვიბრძოლებთ, არათუ თურქებს, თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ, რომლის მსახურნიც ისინი არიან. მაშ, ვილოცოთ სამშობლოსა და ქრისტესათვის და ფიცი დავდოთ, რომ აქ, ბრძოლის ველზე დავიხოცებით და უკან კი არ დავიხევთ. გზა უკან ამოქოლილია, გაქცევაც რომ ინდომოს ვინმემ, ვერ შესძლებს. მაშ, განემზადეთ, ძმანო და შვილნო, ქრისტესთვის და საქართველოსთვის!"

ამ ბრძოლაში ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს, რაც დაგვირგვინდა გაქცეული მტრის დევნით. დიდგორის ბრძოლის შემდეგ დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა თბილისი (1122 წ) და საომარი მოქმედებები გადაიტანა საქართველოს ფარგლებს გარეთ.

დიდგორის ბრძოლას უდიდესი პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა: ერთის მხრივ, მაჰმადიანთა მძლავრი კოალიცია დაირღვა, მისი ლაშქარი კი პირწმინდად განადგურდა. მეორეს მხრივ,  თანამედროვეებს საქართველო წარუდგა, როგორც რეგიონის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო.

ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება (1122 წელს თბილისი, 1123 წელს კი დმანისი სამეფოს შეუერთდნენ) და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში.

ამ ბრძოლის შემდეგ, ასი წლის განმავლობაში საქართველოს არც ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა არ წაუგია.



სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაჭავარიანი: 14 წელია, მთელი სანაცეთი ცდილობს, ჭორაობაზე დაფუძნებით შეთხზან ისტორია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქონება არალეგალური გზებით დააგროვა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
პრემიერი ეუთო-ს ანგარიშზე: არ მოსწონთ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც შესაბამისობაშია ლეგიტიმურ მიზანთან, არ მოსწონთ კანონი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის და ოჯახური ღირებულებების შესახებ, ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს
პრემიერი GORBI-ის კვლევაზე: საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც გამორჩეულია უსაფრთხოების კუთხით
ირაკლი კობახიძე: ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული, წინასწარ იყო დაწერილი დასკვნა
არქივი