პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში პრივატიზების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1292 09 იანვარი 2020, 13:05

„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში პრივატიზების პროცესი შეუფერხებლად გრძელდება.

ნათია თურნავას თქმით, საახალწლო პერიოდის მიუხედავად, 2020 წლის  დასაწყისში  უქციონზე დამატებით 10 ობიექტის გასხვისება მოხერხდა.

„იცით, რომ ეკონომიკის სამინისტროს ეგიდით მიმდინარეობს 100 საპრივატიზაციო ქონების აუქციონი, მასშტაბური პროექტი და მინდა, მორიგი სტატისტიკური მონაცემები გაგაცნოთ. პრივატიზების პროცესი მიდის შეუფერხებლად და მიუხედავად იმისა, რომ შემდგომ აუქციონებს მოუწია საახალწლო პერიოდმა, რაც ზოგადად არის დაბალი აქტივობის პერიოდი ბიზნესისთვის, უკვე წლის დასაწყისში მოვახერხეთ აუქციონზე კიდევ დამატებით 10 ობიექტის გასხვისება, 4 მილიონ 300 ათას ლარამდე არის შემოსული თანხა. ეს არის შედარებით მცირე ზომის ობიექტები, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში“ ,- განაცხადა  ნათია თურნავამ.

მინისტრის ინფორმაციით, „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ – პროექტის დაწყებიდან დღემდე სახელმწიფომ უკვე 40-მდე ობიექტი გაასხვისა და ბიუჯეტში 50 მილიონამდე თანხაა მობილიზებული.

„ეს პროექტი გრძელდება და უახლოეს პერიოდში ბევრი საინტერესო ობიექტი დაემატება“ ,- დასძინა ნათია თურნავამ.

პრივატიზებისთვის განკუთვნილი ობიექტების ნუსხა მოიცავს ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და მოიცავს თბილისსა და საქართველოს 45-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტს. საპრივატიზაციო ნუსხაშია სამრეწველო ობიექტები, სასაწყობე და სატბორე მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და დეველოპერებისთვის საინტერესო სხვა სახელმწიფო ქონება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გლობალური გაურკვევლობის ფონზე
ირაკლი კირცხალია საია-ს სარჩელზე: თითოეული კანონი, რომელიც ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს
ცინცაძე: მარტში ექსპორტის მოცულობამ 697 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ველოდებით, რომ საქართველოს ექნება იმაზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, მოლდოვის 1.9%-ით, უკრაინის 1.2%-ით
პრემიერი: სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნება ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, რომელიც იმუშავებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე
არქივი