„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი საწვავზე ფასების მნიშვნელოვან ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1222 15 ნოემბერი 2021, 19:46

„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ საწვავთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული კომენტარი სოციალურ მედიაში შინაარსიდან სრულიად ამოვარდნილი სათაურით გავრცელდა.

„მოგესალმებით! მინდა, გამოვეხმაურო ჩემ მიერ გაკეთებულ კომენტარს, რომელიც შინაარსიდან სრულიად ამოვარდნილი სათაურით გავრცელდა სოციალურ მედიაში. მე ამ უზუსტობის გარკვევას, ბუნებრივია, არ შევეცდები, უბრალოდ ვიტყვი, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის სიმართლის გასარკვევად, საკმარისი პირობაა ამ თემაზე ჩემი კომენტარის სრულად წაკითხვა და სხვა არაფერი.

რაც შეეხება საწვავის ფასებს: საწვავზე მაღალი ფასი არის თემა, რომლის მიმართაც საზოგადოება ყოველთვის მგრძნობიარეა და ეს ხდება არა მარტო ჩვენს ქვეყანაში. მე, როგორც ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს და ადამიანს, რომელიც ოცი წელია, აშენებს იმას, რასაც კონკრეტულად „ვისოლი“ ჰქვია, ბუნებრივია, მაწუხებს თითოეული ადამიანის რეაქცია, საჯარო თუ არასაჯარო პროტესტი, რომელიც საწვავის მაღალ ფასს უკავშირდება.

თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ, ისევე როგორც საწვავის მომხმარებელი ქვეყნების უმეტესობას, არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია თავიდან ავიცილოთ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობ პროდუქტებზე ფასების მატების ნეგატიური ზეგავლენა. ბოლო დღეებში უამრავი ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც საწვავზე ფასის მატების მიზეზებს განმარტავს. თუ დღის წესრიგში ისევ დგას საწვავზე ფასწარმოქმნის მექანიზმის ახსნა, ნებისმიერ დროს მზად ვართ, მოვაწყოთ საჯარო განხილვა, თუ სხვა ტიპის კომუნიკაცია, ერთხელ და სამუდამოდ, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით.

მინდა, იცოდეთ, რომ როგორც ჩემს ზემო აღნიშნულ ინტერვიუში განვმარტე, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის მკვეთრი მატება მთლიანად არ გადავიტანოთ მომხმარებელზე და როგორც მინიმუმ, ეს პროცესი გავწელოთ დროში. თუმცა, არსებობს ობიექტური ფაქტორები, რომელთა ზეგავლენასაც ჩვენ ვერანაირად ვერ გავექცევით. დღეს საწვავზე ფასების მნიშვნელოვან ზრდაზე საუბრობენ ძალიან ბევრ ქვეყანაში და ამის შესახებ ინფორმაციის მოპოვება წამებში არის შესაძლებელი.

ჩემო მეგობრებო! „ვისოლ პეტროლიუმი“ არის ქართული, სრულიად გამჭვირვალე კომპანია და მინდა, იცოდეთ, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ჩავერთოთ რაციონალურ, პროფესიულ და კონსტრუქციულ განხილვებში, არ დავტოვოთ აბსოლუტურად არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი. მადლობა ყველას და დარწმუნებული ვარ, შევძლებთ, უფრო მეტად დავაფასოთ ერთმანეთი და ვიყოთ ბევრად სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ. გისურვებთ ჯანმრთელობას!“, – აცხადებს სოსო ფხაკაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გლობალური გაურკვევლობის ფონზე
ირაკლი კირცხალია საია-ს სარჩელზე: თითოეული კანონი, რომელიც ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს
ცინცაძე: მარტში ექსპორტის მოცულობამ 697 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ველოდებით, რომ საქართველოს ექნება იმაზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, მოლდოვის 1.9%-ით, უკრაინის 1.2%-ით
პრემიერი: სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნება ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, რომელიც იმუშავებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე
არქივი