ისმაილ ყაანი პირობას დებს, რომ მისი წინამორბედის მკვლელობისთვის შურს იძიებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
485 21 იანვარი 2020, 00:20

ირანის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფ ალ-ქუდსის ახალი მეთაური ისმაილ ყაანი პირობას დებს, რომ მისი წინამორბედის მკვლელობისთვის შურს იძიებს.  

ყასემ სულეიმანის შემცვლელმა ამის შესახებ გუშაგთა კორპუსის მიერ გამართულ წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

„მათ სულეიმანი ლაჩრულად მოკლეს, მაგრამ თავისუფლების მაძიებლების წყალობით, მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენ მისი მტრების წინააღმდეგ შურს ვიძიებთ“, - თქვა ისმაილ ყაანმა. 

შეგახსენებთ, 3 იანვარს, გამთენიისას ბაღდადში ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი აშშ-ს მიერ ცატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს.

გენერალი სულეიმანი „ალ-ქუდსის“ ძალების მეთაური იყო. „ალ ქუდსი“ ირანის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფია, რომელიც უცხოეთში სადაზვერვო და შეიარაღებული სპეცოპერაციების ჩატარებაზეა პასუხისმგებელი.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი სოსიაშვილი: ოპოზიციას ვერ დავარქმევთ ჩვენ ამ ექსტრემისტებს, რომლებიც ხან ტერორიზმში დაადანაშაულებენ საკუთარ სამშობლოს, ხან რას
გიორგი სოსიაშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ძალიან ნათლად ჩანს, რომ დიდ სიყალბესთან გვაქვს საქმე
ლევან მაჭავარიანი პატრიცია გჟებიკზე: ეს ქალბატონი არის პოლონეთის მთავრობასთან ძალიან დაახლოებული პირი, ჩვენ კარგად გვახსოვს პოლონეთის პოზიციები, ისინი გამოკვეთილად გულშემატკივრობენ მიხეილ სააკაშვილს
მაჭავარიანი: 14 წელია, მთელი სანაცეთი ცდილობს, ჭორაობაზე დაფუძნებით შეთხზან ისტორია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქონება არალეგალური გზებით დააგროვა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
არქივი