შვეიცარიული კომპანია „კამილ ბლოში“ საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1464 23 იანვარი 2020, 17:12

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია „კამილ ბლოში“ (Camille Bloch)  საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ „რაგუსას“ წარმოებაში გამოიყენებს, – საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს.

„კამილ ბლოშიმა“ უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიზანია თხილის კულტივაცია ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით განახორციელოს, რასაც, კომპანიის ცნობით, გაზრდილი პროდუქტიულობა, მცენარის გამძლეობისა და მოსავლიანობის ზრდა მოჰყვება. ინვესტიციის ფარგლებში კომპანია 40-მდე ადამიანის დასაქმებას გეგმავს, ასევე აპირებს დასაქმებულთა გადამზადებას.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოში კომპანიის წარმომადგენლობის ან საწარმოს გახსნას, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სექტორში მაღალტექნოლოგიური წარმოების განვითარებას.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთა მნიშვნელოვანი საუბარი ჰქონდა.

„შეხვედრა მოკლე იყო, თუმცა მთავრობის მეთაურს ჩვენი მიზნები გავაცანით. ვიპოვეთ მიწის ნაკვეთი და დავაფუძნეთ კომპანია საქართველოში. პრემიერ-მინისტრს გავაცანით ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რისი გაკეთება გვსურს ქვეყანაში. თხილის მოყვანას ვაპირებთ ახალი ტექნოლოგიით. შვეიცარელ სპეციალისტთან ერთად ვმუშაობთ და ქართველებთან თანამშრომლობა გვსურს თხილის მოყვანის ახალი გზების გასაზიარებლად. თხილის პლანტაციებისთვის მიწის ნაკვეთი კახეთში ვიპოვეთ. დიდი ტერიტორიაა. 650 ჰექტარია და წელს დავიწყებთ მუშაობას. თხილის მოყვანა შოკოლადის წარმოებისთვის გვინდა. ქართული თხილი ჩვენს შოკოლადებში მოხვდება, ხოლო ჩვენი შოკოლადები – საქართველოში“, – განაცხადა დანიელ ბლოხმა.

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია „კამილ ბლოში“, რომელსაც არსებობის 90-წლიანი ისტორია აქვს, წლიურად 3 700 ტონა შოკოლადს აწარმოებს, რომლის მეოთხედი ექსპორტზე გადის. კომპანიის წლიური შემოსავალი 45 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გლობალური გაურკვევლობის ფონზე
ირაკლი კირცხალია საია-ს სარჩელზე: თითოეული კანონი, რომელიც ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს
ცინცაძე: მარტში ექსპორტის მოცულობამ 697 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ველოდებით, რომ საქართველოს ექნება იმაზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, მოლდოვის 1.9%-ით, უკრაინის 1.2%-ით
პრემიერი: სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნება ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, რომელიც იმუშავებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე
არქივი